ანონსები
პირველად საქართველოში!
საქართველოს უნივერსიტეტი და ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი
ტურისტულ ბიზნესში დასაქმების მსურველებს გთავაზობთ ტურისტული მარშრუტების მოდელირების ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელ მოკლევადიან სერთიფიცირებულ კურსებს.
კურსის მიზანი:
გააცნოს მსმენელებს ტურისტული ინტერნეტ რესურსები, ელექტრონულ ტურისტულ გზამკვლევში TravelGIS-შიგანთავსებული საქართველოს რეგიონების ტურისტული მარშრუტები და ობიექტები (კულტურულ მემკვიდრეობა, ბუნების ძეგლები, ხედები, ლანდშაფტი, საპიკნიკე ადგილები, ღამისთევისა და კვების ობიექტები, ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი მოსახლეობა), შეასწავლოს ახალი ტურისტული მარშრუტების მოდელირება როგორც კამერალურ, ასევე საველე პირობებში, რისთვისაც კურსის ბოლო ეტაპზე მოეწყობა ერთდღიანი გასვლა წინასწარ დაგეგმილ ტურისტულ მარშრუტზე.
კურსის შედეგი:
კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ ელექტრონული ტურისტული გზამკვლევის ტურისტული მარშრუტებისა და ინტერნეტ რესურსების საფუძველზე დამოუკიდებლად შექმნან ტური და თავად გაუწიონ მომსახურება ტურისტულ ჯგუფებს.
კურსის თემატიკა:
სწავლის მეთოდი: ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა კომპიუტერულ აუდიტორიაში, ინტერნეტ რესურსების მოძიება და ონლაინ მოდელირება, საველე პრაქტიკა.
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში 8 - 15.
კურსის ხანგრძლივობა - 2 კვირა, 6 ორსაათიანი მეცადინეობა კვირაში სამჯერ საქართველოს უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიაში და ერთდღიანი საველე პრაქტიკული მეცადინეობა.
კურსის ღირებულება - 260 ლარი, თანხაში შედის 6 მეცადინეობის (12 სთ) ღირებულება და წინასწარ დაგეგმილ ტურზე ერთდღიანი საველე პრაქტიკა.
კურსზე დარეგისტრირების მსურველებმა შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:
(https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdbsyqIxkpoY0RD1SnAfCmt4VDHN3T0eu4RRb0t6tTV4bxOaQ/viewform )
ან მოგვწერეთ მისამართზე: s.tsiramua@ug.edu.ge, info@travelgis.ge
აპლიკაციების მიღების ვადა 21 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.
სწავლა დაიწყება 1 მარტსმსმენელებთან შეთანხმებული მოქნილი გრაფიკით
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591 992987 (პროფ. სერგო ცირამუა).
მისამართი: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, II სართ., ოთახი 205